ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
ძლიერი წვიმის შედეგად,საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგვილეს უბანში ( ნაგურუ ) სამანქანე ხიდი მთლიანად დაზიანდა,რის გამოც 12 ოჯახი ჩაიკეტა, დაზიანდა ხიდის ბურჯებიც და დგება ჩანგრევის საშიშროება.
ამავდროულად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში.
როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში ნაშალი შლამისაგან იწმინდება ტერიტორიები ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში და მიმდინარეობს დაზიანებული ბოგირების აღდგენითი სამუშაოები.
სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში, ასევე, ქალაქ ჯვარში,ნაკას ტერიტორიაზე 1 კმ მანძილზე სანიაღვრე არხის ქვა-ღორღისა და ნაშალი შლამისაგან გაწმენდის სამუშაოები გრძელდება.