ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დიდი ზიანი მიაყენა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:
“უკვე მეორე დღეა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარია, რამაც პრობლემები გამოიწვია:
დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ბოძები. წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილას შეიზღუდა გადაადგილება.
ცენტრალურ გზებზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.
სტიქიის ზონები, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მოვინახულე.
ჩოხატაურის „სერვის ჯგუფის“, „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ.
სტიქიის შემსწავლელი კომისია სწავლობს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას და ადგენს ზარალის ოდენობას”, _ წერს მუნიციპალიტეტის მერი.
(R)