https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სტიქიის შედეგად  ოზურგეთში საკმაო ზარალია, განსაკუთრებით კი  სახლები დაიტბორა

15:34; 11.07.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში ამინდი ივლისის დასაწყისში არამდგრადობით გამოირჩეოდა. თუმცა, 10 ივლისის ქარიშხალმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ დილიდანვე წვიმდა, ოზურგეთში, ქარი და წვიმა ერთნაირად გაძლიერდა შუადღის შემდეგ. მდინარეებიდან, ღელეებიდან და  არხებიდან, უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილი წყალი, როგორც სტიქიას ახასიათებს, გზას ვერ პოულობდა.

ნიაღვარი გადმოვიდა გზებზე, დაგუბდა ეზოებში, არაერთგან სახლებშიც შევიდა და დატბორა პირველი სართულის სივრცეები.

ოზურგეთში, განსაკუთრებით, სოფლებში, ქარმა დააზიანა აგრარული კულტურები. სხვადასხვა ხეხილოვანები. ჩამოყრილია ვაშლი, თხილი, ტყემალი.

დილიდან მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სხვადასხვა სოფლებს. ამინდის გაუარესების შემდეგ კი, უმეტეს სოფლებში შუქი გამოირთო.

მოსახლეობა ამ ყველაფერს შეშფოთებით უყურებდა და განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ამინდის ცვალებადობის თავისებურებას.

_ ბუნებაა, ხან იწვიმებს, ხან ქარი იქნება. თუმცა, ნაკლებად გვახსოვს ძლიერი წვიმის დროს ასეთი ქარი ყოფილიყოს. გურიაში ასეთი ქარი ნაკლებად გვახსოვს. როცა ამოვარდებოდა, ვნატრობდით, წვიმაც წამოსულიყო, რადგან ამ დროს ქარი სუსტდება. ახლა ეს რა ვნახეთ, რაც უფრო ძლიერდებოდა წვიმა, ქარიც უარესად  გაძლიერდა, _ ამბობდნენ ოზურგეთის სოფლების  მცხოვრებლები.

ოზურგეთში, ქალაქსა თუ სოფლებში, სტიქიამ არაერთგან დააზარალა  მოსახლეობის წარმომადგენლები. თუმცა, ექადიის უბანში, წმიდა გიორგის ქუჩაზე, რომლის გასწვრივ ექადიის ტყე–პარკის საზღვარია და მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ღვარცოფი პირდაპირ მაკა გობრონიძის ეზოსა და სახლში შევარდა. ის წმინდა გიორგის ნომერ 59 სახლში ცხოვრობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მაკა გობრონიძე მცირე მეწარმეა. თავდაუზოგავად შრომობს და მისი პრობლემების შესახებ, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა.

_ ქალბატონი მაკა ამჯერადაც  ტირილით დაგვიკავშირდა:

_ხომ გახსოვთ, „გურია ნიუსი“ არაერთხელ იყო ჩემთან და წერდით ჩემს მდგომარეობაზე. ახლა ნახეთ, უარეს დღეში ვარ… დამაქციეს! ტყე–პარკის რეაბილიტაცია როცა წამოიწყეს, დასაწყისშივე ვთქვი და მას შემდეგ გავყვირი, რომ ეს არხები, რომლებიც თავდაღმართში პირდაპირ ჩემი კარმიდამოსკენ არის მოშვერილი, ცუდი ამინდის დროს დამაქცევდა. ვერ შევასმინე ვერავის, რომ ამ სიმაღლიდან აღნიშნულ არხში დაშვებულ წყლის მასას ვერანაირი სანიაღვრე კალაპოტი ვერ დაიტევდა გზის გასწვრივ და შემოვარდებოდა ჩემს ეზოში. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გამიოხრდა ბაღ-ბოსტანი, რომლითაც ვსულდგმულობ. რელიეფია ასეთი. პარკის დამრეცი ფერდის დაბლა გზაა, წმინდა გიორგის ქუჩა. გზის ქვემოთ კი ჩვენი სახლი. მთლად უარესი, აქ იმდენი ხრეში დაყარეს, ამ ან კიდევ უფრო დააგუბა და ჩახერგა გასასვლელი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვარ?! მეტი რა ვქნა, რანაირი ფორმით ვემუდარო ამ ხალხს, რომ ეს  პროექტი ამ მონაკვეთში როგორმე შეცვალონ? იმთავითვე, როცა სანიაღვრე არხი გაჭრეს და პირდაპირ ჩემს სახლს მოუშვირეს, რატომ ქნეს ეს, როცა შესაძლებელ იყო ირიბად მიემართათ?! მართალია, წყალი მაინც გადმოვიდოდა უხვი ნალექის დრო, მაგრამ დარტყმის ძალა და რაოდენობა იქნებოდა ნაკლები. მტერი ვერ მიხვდა ამას… _ ტირის ქალბატონი მაკა და ამბობს, რომ უარესი მდგომარეობაა დღეს.

მართლაც, როგორც ადგილზე ვნახეთ, სანიაღვრე არხიდან წამოსული ღვარცოფი შევარდა  ეზოში, სახლის პირველ  სართულზე  და ტალახიანმა მასამ ყველაფერი დააზიანა.

 _ ამ ტყე–პარკის რეაბილიტაცია ჩემს დასამეწყრად, ჩემს დასაქცევად წამოიწყეს!  უკვე მერამდენედ გამინადგურა სტიქიამ ჩემი ნაშრომი და ნამუშევარი. კიდევ კარგი დღე არის, თორემ ღამით, იქნებ, კარის გაღებაც ვერ მოგვესწრო და აქ დავმხრჩვალიყავით, _ ნერვიულობისგან გაფითრებული ქალბატონი ერთიანად კანკალებდა.

მაკა გობრონიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასაც დაუკავშირდა და ადგილზე მაშინვე მივიდნენ, თუმცა, სტიქიასთან, როცა იგი მძვინვარებს, ყველა უძლურია.

_ ახლაც  კი მპირდებიან, ყველაფერს გამოვასწორებთო, თუმცა, ასე არაერთხელ შემპირდნენ. ხომ გახსოვთ, ადრეც ასე მითხრეს. მერე კი, ისევ ძველებურად გააგრძელეს. ფერდობზე დაშვებული არხის კალაპოტის შეცვლაზე არავის უფიქრია.  მოვითხოვ, ხვალიდანვე დაიწყონ ამაზე მუშაობა. დამაქციეს, ვის რას ვთხოვ, ჩემი შრომით ვირჩენ თავს. ვწვალობთ, ყვავილები გამომყავს. ბოსტანი მაქვს. ამდენი ნაშრომი წამებში  დაინთქა…_ ტირის ქალბატონი.

უხვი ნალექის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არაერთ სოფელში მეტ-ნაკლებად დაზიანდა, როგორც გზები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები, საყანე ფართობები. ქალაქში, კომერციულ ობიექტებში წყალი ბევრგან შევარდა. ცენტრალურ გზებზე გაუვალი მდგომარეობა შეიქმნა.

_ ღმერთს მადლობა, გადავრჩი. წყალმა კინაღამ წამიღო მანქანიანად. ქოლგა დამივარდა და სოფელ ბახვში იპოვეს, _ ახლა უკვე ღიმილით საუბრობს ვაკიჯვრის მცხოვრები ხათუნა ჭეიშვილი.

უხვი ნალექსი და ქარიშხლის გამო, როგორც ვთქვით, ელექტროენერგიის მიწოდება, თითქმის ყველა სოფელში შეფერხდა. ჭანიეთსა და ლიხაურში კი, დილიდანვე გამორთული იყო.

_ ბრიგადა  გასულია ყველა მიმართულებით, რომ დაზიანებული ადგილები ნახონ. არ ვჩერდებით, ამ ყველაფრის მიზეზი ძლიერი ქარი და წვიმაა. დააზიანა ელექტროგადამცემი  ხაზები, _  გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის ოფისში.

„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების გამგებლებს დაუკავშირდა.

_შუქი გამოირთო, მერე მოვიდა და ისევ ჩაქრა. ეტყობა, დაზიანებაა და აკეთებენ.  რომ გითხრათ, რაიმე სერიოზული ზიანია, ჯერჯერობით, ასეთი არაფერი მომხდარა. გამოსული ვართ სოფელში, დავდივართ. ნიაღვარი და ღვარცოფი, ბუნებრივია, არის. იმედია, არ იქნება სერიოზული ზარალი, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა  მაღალმთიან სოფელ მთისპირში, ლადო ჩავლეშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ურეკში, დავით  რობაქიძემ ცნობილ პრობლემაზე ისაუბრა.

_ ძლიერი წვიმის დროს ჩვენი ზღვისპირა კურორტი სულ იტბორება. ახლაც ასეა. ყურადღებით ვართ. შუქი არ გამორთულა, რაც მთავარია. იმედია, მალე გადაიღებს, _ გვითხრა მან.

_სოფელში დავდივართ. სანიაღვრე არხები არაერთგან გაივსო და ესაა, წყალი გადმოდის გზებზე, შედის ეზოებში. შუქი არაერთხელ გამოირთო. ენერგოკომპანიის თანამშრომლები ცდილობენ, დაზიანებები მალე აღადგინონ. ჯერჯერობით, ერთმა ოჯახმა მომმართა დაზიანების თაობაზე და ახლა იქ მივდივარ, _ გვითხრა სოფელ ბახვში მერის წარმომადგენელმა კახი მგელაძემ.

„გურია ნიუსს“ დაუკავშირდნენ სოფელ დვაბზუდან და ეზოებსა და სოფლის გზაზე არსებული პრობლემების შესახებ ფოტოები მოაწოდეს. ფოტოებში ნათლად ჩანს დატბორილ ქუჩებსა და ეზოებში მდინარეებივით მიმავალი წყალი.

„გურია ნიუსი“, ასევე, ესაუბრა მერის წარმომადგენელს სოფელ კონჭკათში, სადაც წინა სტიქიების დროს, სერიოზული ზიანი მიადგა ცალკეულ ოჯახებს. აქ არის მეწყერული ზონები, მოძრავი ქანების ცალკეული წერტილები.

_ ღმერთს მადლობა, ჯერჯერობით, ისეთი არაფერი მომხდარა. შუქი გამოირთო. ალბათ, მალე აღდგება. მცირე დაზიანებები, ხეხილოვანების თუ ბაღ-ბოსტნების, ალბათ, იქნება. გამოსული ვარ სოფელში. ნიაღვარი დიდია, რაც წვიმის            შეჩერებისთანავე დაიკლებს, იმედია. მოსახლეობიდან ჯერ არავის მოუმართავს. თუმცა, ყველა უბანში დავდივართ, სადაც კი შესვლა შეიძლება, _ გვითხრა სოფელ კონჭკათში მერის წარმომადგენელმა დავით თოიძემ.

10 ივლისის ღამეს სტიქია მინელდა, ქარიც ჩადგა და აღარ წვიმდა.

_ ეს რომ კიდევ გაგრძელებულიყო, ღამით განსაკუთრებით, დაგვანგრევდა… მოსპობდა თხილის პლანტაციებს და ყველა ხეხილოვანს. ისე, თხილი, ვაშლი და მსხალი ახლაც ბლომადაა ჩამოყრილი… მაინც  ღმერთს მადლობა, გადაიღო!  _ ამბობენ  ოზურგეთელი მეურნეები: ცირა ქილიფთარი, ნონა მახარაძე, ქეთევან კოსტავა, რომლებიც მეორე დილით, ადრიანად იმყოფებოდნენ ოზურგეთის აგრარულ ბაზარში _საქმეს თუ არ მივხედეთ, არ იქნება. გაგანია შრომის დროა და სტიქიას ვერ დავექვემდებარებითო.

„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს  დაუკავშირდა და მეორე დილისთვის არსებულ მდგომარეობაზე, კონკრეტულად კი, ზარალის შესახებ ჰკითხა.

_ ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ოზურგეთის მერია და მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, – ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქალაქის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში და ტურისტულ ზონაში.

_დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, შიდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. დაიტბორა საყანე ფართობები და განვითარდა მეწყერული პროცესები.  “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები დარჩენილ უბნებში აქტიურად აწარმოებენ სამუშაოებს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. არსებულ ვითარებას ადგილზე ოზურგეთის მერიის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს დეპუტატები და მერის წარმომადგენლები ეცნობიან. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, _გვითხრეს პრესსამსახურში.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ოზურგეთისტიქია
გაზიარება19Tweet12Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27 იანვარი, 2026

ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

სეს-მა რუსთავში ცხოველთა სასაკლაო დახურა

ყველა სიახლე

სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22:47; 27.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

22:34; 27.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

22:30; 27.01.2026
საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27.01.2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27.01.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27.01.2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27.01.2026
სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27.01.2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27.01.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

16:05; 27.01.2026
სამართალი

და-ძმის ცხედრები იპოვეს

15:21; 27.01.2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27.01.2026
სამართალი

პროკურატურამ უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14:54; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო