ქარი ამ დროისთვის ჩოხატაურში შესუსტებულია, თუმცა 2 დღის განმავლობაში მქროლავმა ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები დააზიანა და ხეები წააქცია.
“ასამდე სახლს ნაწილობრივ დაუზიანდა სახურავი. შვიდი ოჯახია, ვის საცხოვრებელ სახლებსაც მთლიანად დაუზიანდა სახურავი. ასევე 30-ამდე ხეა მოგლეჯილი. ამ დროისთვის ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება ყველა სოფელს. ბუნებრივი აირიც, ყველა სოფელს მიეწოდება ერთი სოფლის გარდა და ამ სოფელსაც მალე ჩართავენ”,_ გვითხრა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.
კითხვაზე, დაეხმარება თუ არა მერია სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს, შარაშიძე გვპასუხობს:
“ზარალის შემსწავლელმა კომისიამ შეისწავლა მდგომარეობა. სამხარეო ადმინისტრაციასთან და ჩვენი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გავდივართ ადგილზე. ვნახულობთ ყველა ოჯახში რა მდგომარეობაა. ადგილზე მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დავეხმარებით”.