„აეროსმიტის“ ლიდერს, სტივენ ტაილერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ჯინ ბელინო ამტკიცებს, რომ 1975 წელს, როდესაც ის მხოლოდ 17 წლის გახლდათ, სტივენ ტაილერმა მასზე ორჯერ იძალადა.
საქმეს უახლოეს მომავალში ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლო განიხილავს.
ჯინ ბელინო თავის დროზე მოდელად მუშაობდა, როდესაც მეგობარმა მას შესთავაზა ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ როკჯგუფის წევრებს შეხვედროდნენ.
ჯინ ბელინოს მტკიცებით, როდესაც ისინი ქალაქში სეირნობდნენ, სტივენ ტაილერმა ის „სატელეფონო ჯიხურში ძალის გამოყენებით შეიყვანა.
ქალის განცხადებით, ის ტაილერს ეწინააღმდეგებოდა და გამოსვლას ცდილობდა, რასაც როკჯგუფის სხვა წევრები და მათთან ერთად მყოფი სხვა პირებიც ხედავდნენ, თუმცა მას არავინ დახმარებია.
ავტორი