სტოკჰოლმის მეტრო მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო სარკინიგზო სადგურების სიაშია შესული.
ამ მეტროში ჩასვლით შეიძლება დაუვიწყარი მოგზაურობა მოუწყოთ თავს. აქ შეხვდებით, როგორც ძველ, ისე ახალ ხელოვნების ნიმუშებსა თუ თანამედროვე ხელოვნების ექსპერიმენტულ ნამუშევრებს. აქ შეხვდებით: ქანდაკებებს, ნახატებს, მოზაიკითა და გრავიურებით დამშვენებულ კედლებს. ამ ყველაფერზე 150 მხატვარი მუშაობდა.
სტოკჰოლმის მეტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ითქვა, რომ სწორედ ხელოვნება დაეხმარათ რომ სადგურები უფრო უსაფრთხო და ლამაზი გაეხადათ, აგრეთვე მგზავრების სიმპათიაც დაიმსახურა, რამაც საგრძნობლად განტვირთა ქალაქი და საცობების შემცირებასაც შეუწყო ხელი.