,,რუსეთი არ წყვეტს, ვინ გახდება ან არ გახდება ნატოს წევრი, ამას ალიანსის 30 წევრი წყვეტს“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმ მედიასთან საუბრისას ბრიუსელში განაცხადა.
მისი თქმით, პატივი უნდა ვცეთ ევროპაში თითოეული ქვეყნის უფლებას თავად აირჩიონ საკუთარი გზა.
„რუსეთი არ წყვეტს, ვინ გახდება ან არ გახდება ნატოს წევრი, ამას ალიანსის 30 წევრი წყვეტს. ალიანსის წევრებმა ეს პრინციპი მკაფიოდ დააფიქსირეს. პატივი უნდა ვცეთ ევროპაში თითოეული ქვეყნის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ფინეთი და შვედეთი ნატოს ახლო პარტნიორები არიან, თუმცა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს არ აკეთებენ. ამასთანავე მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ნატო ხელს ვერ მოაწერს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას არგაფართოების შესახებ. ეს პრინციპი არა მხოლოდ ნატოს წესდებაში, არამედ ჰელსინკის საბოლოო აქტშიცაა გაწერილი“ – განცხადა იენს სტოლტენბერგმა.
[sexy_author_bio]