Euronews ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა სცეს, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ქვეყანას ნატო-ს წევრობა.
„რუსეთი ცდილობს ჩაერიოს სუვერენული სახელმწიფოების პოლიტიკურ პროცესებში და მე ვფიქრობ, ეს არასწორია.
ნატო პატივს სცემს დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოების გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა მათ ნატოს წევრობა.
რუსეთმა პატივი უნდა სცეს სუვერენული ერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაშინაც კი თუ მათ ნატოში წევრობა სურთ ან არ სურთ“,_აცხადებს სტოლტენბერგი.
ნატოს გენერალური მდივანი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების შესახებაც საუბრობს.
როგორც ცნობილია, პაქტი, რომლის დარღვევაშიც აშშ რუსეთს ადანაშაულებს, ორივე ქვეყანას უკრძალავს მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების გამოყენებას.
„ჩვენ არ გვინდა ახალი წარმომავლობის იარაღი და ვცდილობთ, დაუბრუნდეს რუსეთი ხელშეკრულებას. ექვსთვიანი პერიოდი იქნება, ვიდრე ქვეყნის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესი საბოლოოდ დასრულდება და ამ პერიოდში რუსეთს შეუძლია დაბრუნება.
ჩვენი რეაგირება იქნება თავდაცვითი და ახალი ინიციატივებს შევიმუშავებთ იარაღის გასაკონტროლებლად.
უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ნატოს მსოფლიოში აღნიშნული ხელშეკრულების გარეშე შეუძლია ეფექტური დაცვის უზრუნველყოფა“,_აცხადებს სტოლტენბერგი.
ცნობისთვის, ხელშეკრულებას ხელი 1987 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და საბჭოთა კავშირის ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა მოაწერეს.
ის კრძალავს წარმოებას, ტესტირებას და განლაგებას რაკეტებისას, რომელთა დიაპაზონი 500-დან 5 500 კილომეტრამდეა.
რუსეთმა ხელშეკრულების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების ულტიმატუმის შემდეგ მიიღო.
ამერიკა რუსეთს მოუწოდებდა შეეწყვიტა ხელშეკრულების დარღვევა, თორემ ხელშეკრულებიდან გავიდოდა.