Reuters-ის ინფორმაციით, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ ათასობით სამხედროს გადასროლას, რაც 2014 წლიდან ყველაზე მასშტაბური სამხედრო გაძლიერებაა.
სტოლტენბერგმა რუსეთის ამ ნაბიჯს დაუსაბუთებელი და გაუგებარი ქმედება უწოდა.
„რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება და პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და დაუყოვნებლივ უნდა განმუხტოს ვითარება“, – აღნიშნა მან.





























































