უკრაინას რუსეთთან ომის მოგება შეუძლია,_ ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
“უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი. უკრაინელები მამაცურად იცავენ საკუთარ სამშობლოს”, – თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ “ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გაძლიერება და მხარდაჭერა უკრაინისადმი”.
სტოლტენბერგმა ბერლინში ნატოს უმაღლესი დიპლომატების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანნალენა ბაერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვიდეო ბმულით ისაუბრა.
სტოლტენბერგი, რომელიც ამ კვირის დასაწყისში COVID-19 დაუდასტურდა, შეხვედრას დისტანციურად შეუერთდა.
“ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი”, _ განმარტა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატომ “უნდა გააგრძელოს სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისადმი”.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს რუსეთთან, რადგან ომი არ მიდის ისე, როგორც მოსკოვი გეგმავდა.