სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის საქმეზე ცნობილია.
როგორც სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქმეზე გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო.
“ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულება განმცხადებლის წინააღმდეგ, თუმცა ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო.
ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. ეს მუხლი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ნიშნავს”.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ გიორგი მამალაძეს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 418 ლარი. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376,304 ლარის ოდენობით ითხოვდა.
ინფორმაციისთვის, მამალაძე დამნაშავედ არის ცნობილი ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში. მას ბერლინის რეისში ციანიდი აღმოუჩინეს, რითაც მის მოწამვლას აპირებდა.
მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. საქმე სტრასბურგში განსახილველად 2019 წლის იანვარში შევიდა.