საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატები უკვე შეირჩნენ.
საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს კანდიდატები არიან – ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე.
28 მაისს სამთავრობო საკონკურსო კომისიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეებიდან შეარჩია ხუთი კანდიდატი.
ჯამური ქულების მიხედვით, ლადო ჭანტურიამ, სოფიო ჯაფარიძემ, შოთა გეწაძემ, თამარ ალანიამ და ირაკლი დონდოლაძემ 23 კანდიდატს შორის კომისიის წევრების მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. კერძოდ –
1. ლადო ჭანტურია – 5 2. სოფიო ჯაფარიძე – 4.69 3. შოთა გეწაძე – 3.85 4. თამარ ალანია – 3.77 5. ირაკლი დონდოლაძე – 3.69.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამი კანდიდატი სწორედ ამ ხუთი კანდიდატურიდან შეირჩა.