ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსეთი აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო.
სარჩელი ცნობილია სახელით. „მამასახლისი და სხვები რუსეთის და საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. რუსეთმა დაარღვია მესამე მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დაუშვებლობა), მეხუთე მუხლის პირველი ნაწილი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) და მეექვსე მუხლის მესამე ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). საქართველოს მხრიდან სასამართლომ დარღვევა ვერ დააფიქსირა.
საქმე ეხება 2011-2003 წლების პერიოდს. ლევან მამასახლისი და გრიგოლ ნანავა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ორგანოებმა დააკავეს. დარღვევების გამო რუსეთში მათთვის 35-35 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და კიდე 23,3 ათასი ევრო ზარალის ასანაზღაურებლად.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს მაშინაც ჰქონდა და ახლაც აქვს შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა აფხაზეთზე და იქ მიმდინარე პროცესებზე, შესაბამისად მისგან პასუხისმგებლობის მოთხოვნა არის კანონიერი.
სასამართლომ მამასახლისის და ნანავას დაკავება უკანონოდ ცნო. ორივე დაკავებულს არ გაუწიეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება, არ ჩატარებულა სამართლიანი გამოძიება და სასამართლო. ასევე მათ ადვოკატიც არ ჰყავდათ.
რაც შეეხება საქართველოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რომ მამასახლისის და ნანავას უფლებები უზრუნველყოფილი ყოფილიყო, მაგრამ სოხუმის დე ფაქტო რეჟიმისა და მოსკოვის ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობაზე უარი მიიღეს.
წყარო: პრაიმტაიმი