ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები უკვე ორი წელი სასწავლო პროცესს სასტუმროს შენობაში ატარებენ. როგორც ცნობილია, ახალი შენობის მშენებლობისთვის ტენდერი შედგა, მაგრამ აღებული ვალდებულება არ შეასრულა.
ურეკის სკოლის დირექტორის გია მაღლაკელიძის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პირველი ეტაპი კარგად დაიწყო და კარგი პროექტი შეადგინა.
“ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ, რა მოხდა მე, არ ვიცი. ასევე ვერ გეტყვით, რა იყო მიზეზი, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები.
მხოლოდ შემიძლია ვთქვა: სკოლის შენობა თავის დროზე იქნა დაშლილი და ეზო დალაგებული. ჩვენ ამის მეტი არაფერი არ გვევალებოდა.
ძალიან კარგი პროექტი ქონდათ და როგორც ვიცი ახალი კომპანია ამ პროექტით აშენდება ურეკის საჯარო სკოლის ახალი შენობა “ , – გვითხრა გია მაღლაკელიძემ.
ურეკის საჯარო სკოლაში 290 ბავშვი და 28 მასწავლებელია.
პირველად ტენდერი შპს “იუ თი ჯი“ მოიგო, მაგრამ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მხოლოდ პროექტი შეადგინა და სახელმწიფოს ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გამოცხადებულ ტენდერში შპს “აღმაშენებელი ქუთაისმა“ გაიმარჯვა (ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია გურიაში “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამ პროექტს ახორციელებს).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა დასრულებულია.
“აღმაშენებელი ქუთაისის“ მენეჯერი შოთა კირკიტაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინაორებს მოსამზადებელილ სამუშაოები.
“ ხუთი დღეა, რაც გავაფორმეთ ხელშეკრულება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან. როგორც კი დავასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს შევალთ ობიექტზე და დავიწყებთ მშენებლობას. ფაქტიურად ჭაობი არის იმ ადგილას სადაც სკოლა უნდა აშენდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შენობა დროულად ავაშენოთ“ , _ გვითხრა შოთა კირკიტაძემ.
ახალი სკოლის მშენებლობისთვის სამინისტრო 7`424`000.00 ლარს დახარჯავს. შპს “აღმაშენებელი ქუთაისმა“ კი სკოლის შენობის მშენებლობა 18 თვეში უნდა დაასრულოს.
[sexy_author_bio]