საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელი სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს.
„პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, – განაცხადა ჩხენკელმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები 9-ის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება.