12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, საქართველოში, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას ელოდება.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს წინაშე წარვდექით ინიციატივით, რომ შემოდგომას ჩვენ შევხვდეთ უსაფრთხო უნივერსიტეტებითა და სკოლებით.
მოვუწოდებ თითოეული სკოლის პედაგოგსა და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომ სწავლის დაწყებას ყველანი ორჯერადად აცრილი შევხვდეთ, რათა ჩვენი ბავშვები არ დავაინფიციროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას.