მერი არაბიძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში.
ასპარეზობა ამავე დროს ექვსი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულის, ნანა იოსელიანის თასის გათამაშებაც გახლდათ.
არაბიძემ მესამე სათამაშო დღეს სამივე შეხვედრა ყაიმით დაასრულა რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. მეორე ადგილზე 6,5 ქულით მაკა ფურცელაძე გავიდა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. მირანდა მიქაძე 4.ლელა ჯავახიშვილი ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შეადგენდა.
ავტორი