რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირები წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 2000 წელს დაბადებული დ.ი. და ასევე 2000 წელს დაბადებული ბ.მ. არიან.
დაკავებულებმა რუსთავში მდებარე ერთ-ერთ პურის საცხობში ფანჯრის დაზიანებით შეაღწიეს და შენობაში მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი შემთხვევის ადგილას დააკავეს. დაკითხვისას დ.ი.-მ მიმდინარე წლის სექტემბერში მის მიერ ამავე შენობაში ჩადენილი ქურდობაც აღიარა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.