ლიბერალ დემოკრატების ლიდერი მუხრან ბურჭულაძე ერთიან ეროვნულ გამოცდებს საბჭოთა გადმონაშთს უწოდებს და ახალგაზრდების დამამცირებელ ინსტიტუტად მოიხსენიებს, _ ამის შესახებ ბურჭულაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მუხრან ბურჭულაძე ეროვნული გამოცდების გაუქმებას ითხოვს, ის სტუდენტებს და აბიტურიენტებს ღირსების დაცვისკენ მოუწოდებს.
“მინდა სტუდენტებს და მომავალ სტუდენტებს გკითხოთ;
არ გიტყდებათ, როდესაც თქვენს ცოდნას და ატესტატს ყალბს უწოდებენ?
“ეროვნული გამოცდები” საბჭოთა ინსტიტუტია დამამცირებელი და ბარიერი წითელ ინტელიგენტად ჩამოყალიბების გზაზე.
“ეროვნული გამოცდებით” რეჟიმი გეკითხებათ, მართლა იცით თუ არა ის, რასაც თქვენი ატესტატი ადასტურებს, ხომ არ გაქვთ ყალბი ცოდნა ან დოკუმენტი.
დროა დაიცვათ საკუთარი ღვაწლი, ცოდნა და ღირსება”, _ წერს მუხრან ბურჭულაძე.