სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტებისა და ფაკულტეტების გადანაწილებასთან დაკავშირებით გაჟღებეულ სიახლეებთან ერთად განათლების მინისტრმა იმ გამონაკლისებზე ისაუბრა, რომელიც სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს შეეხება.
უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით შემდეგ შემთხვევაში მოხდება: თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბოლო ადგილზე მოხვდა თანაბარი ქულების მქონე 2 ან მეტი სტუდენტი;
თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე განაცხადებენ სწავლის სურვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე.
ცნობილია, რომელი უნივერსიტეტები, რა ფაკულტეტებზე გამოაცხადებენ მიღებას – მინისტრი სიას ასაჯაროებს

































































