„სტუდია მონიტორის“ დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილის მანქანა წითელი საღებავით დააზიანეს. სიძულვილის შემცველი პლაკატები გააკრეს მათი ოფისის სადარბაზოშიც.

„სტუდია მონიტორი“ ჟურნალისტურ გამოძიებებს ამზადებს, მათ შორის მაღალჩინოსნების კორუფციაში შესაძლო ჩართულობის თემაზე.