“გურია ნიუსი“ დაინტერესდა სტუმრობდა თუ არა ტურისტები საახალწლოდ მინიატურების პარკს შეკვეთილში. ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა 54 მაკეტი ორ ჰექტარ მიწის ფართობზეა განლაგებული.
პარკის დირექტორის ნინო ჩხაიძის თქმით, პარკი ყველაზე მეტად ზღვის სეზონზე არის დატვირთული.
„2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ჩათვლით 300 ვიზიტორი გვყავდა. ამავდროულად, გვქონდა საახალწლო აქცია ციცინათელაში. გვქონდა პროექტი “გურია-ეთნო სივრცე“, რომლის კვირეულის ფარგლებში, გურიიდან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გვსტუმრობდნენ. ამ კვირეულის ფარგლებში უფასო იყო პარკში შემოსვლა. ვცდილობთ, რაც შეიძლება ყოველ სეზონზე ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მივიღოთ ტურისტები მინიატურების პარკში“, _ გვითხრა ნინო ჩხაიძემ.