ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამხედრო ექიმებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს სამხედრო ექიმების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლობა 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაღუპული ექიმის, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
გიორგი აბრამიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს, გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჰოსპიტალის დაბომბვისას შედეგად დაიღუპა. 11 აგვისტოს ექიმი გიორგი აბრამიშვილი არ დაემორჩილა ევაკუაციის ბრძანებას – სასწრფოდ დაეტოვებინა გორის სამხედრო ჰოსპიტალი. საავადმყოფო იყო პირველი, იმ ობიექტების სიაში, რომელიც რუსული ავიაციის სამიზნე უნდა გამხდარიყო. ეს ყველაფერი ექიმს უთხრეს, მაგრამ ის მაინც მარტო დარჩა მთელ საავადმყოფოში სიცოცხლის ბოლო წუთამდე მზად იყო დაჭრილი სამხედროების დასახმარებლად. სპეციალურად ამ დღისთვის დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე საველე სამხედრო სამედიცინო სწავლებას ჩაატარებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს სამხედრო ექიმებს პროფესიულ დღეს და გამოხატავს დიდ პატივისცემას თითოეული სამხედრო ექიმის მიმართ. სამხედრო მედპერსონალი პროფესიულ დღეს 1992 წლიდან აღნიშნავს. (R)