ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან შუახნის მამაკაცი გადახტა.
სუიციდის ფაქტი გვიან ღამით მოხდა.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, სულხან ორჟონია აცხადებს, პაციენტი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობის კურსს და დღეს უნდა გაეწერათ ბინაზე.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.