თბილისის ერთ-ერთი ნამდვილი და გამორჩეული კოლორიტია ოთარ რამიშვილი, რომელსაც ყველა სცნობს, ყველას უყვარს და ნებისმიერ ოჯახში სასურველი და პატივსაცემი სტუმარია.
ერთხელ, ოთარი გააჩერა პატრულმა. ოთარი, როგორც ყოველთვის, ნასვამი იჯდა საჭესთან, იფიქრა, ეტყობა, ვერ მიცნეს, შორს გავაჩერებ მანქანას და ვეტყვი, ვინც ვარო.
ასეც მოიქცა. გააჩერა შორს მანქანა, ჩასწია ფანჯარა, გადმოყო თავი და დაუყვირა პატრულს: ბიჭებს გაუმარჯოს, ბიჭებს, რამიშვილი ვარ, რამიშვილიო.
პატრულმა შორიდან მიაძახა, რომელი რამიშვილიო. ოთარი გაბრაზდა: რომელი რამიშვილი და სუხიშვილის ცოლი, შენი დედაო.
ავტორი