“წლების წინ, სხვანაირად თენდებოდა ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მამა თომას ჩოხატაურშ. ბავშვობაში, როცა წინა დღით მსახურების შემდეგ არაამქვეყნიურად განსხვავებული ხმით მიგვიწვევდა მდინარეში, რათა ნათელ გვეღო ჩვენც…
იანვრის ცივ, სუსხიან ღამეს ათბობდა და ასპეტაკებდა დღესასწაულის მადლი და ჩემი მამა თომას იქ ყოფნა… მრევლის სიმრავლის მიუხედავად მტკიცედ და ურყევად იდგა განბანვის დასრულებამდე მდინარეში… გვეხმარებოდა ჩვენც რწმენით ვყოფილიყავით, როგორც თვითონ უფალთან და ჩვენი ცოდვებისგან დამძიმებული სული განგვებანა…
დღეს კი… სულ სხვანაირად გათენდა მაა შენს ჩოხატაურში…
შენი არყოფნით გაუფერულებულია ყველაფერი.
ისევ იმ დიდი სიხარულით ვხვდები დღევანდელ დღეს ნათლისღების დღესასწაულს, რადგან ვიცი, ოდესღაც, წლების შემდეგ ისევ შევხვდებით და ერთად ვიზეიმებთ უდიდეს დღესასწაულს…
ცათა სასუფეველში გილოცავ, მაა”… _ წერს მამა თომას მრევლის წევრი, ჩოხატაურელი მარიამ ჩხაიძე სოციალურ ქსელში.