ხმაური პარლამენტში – დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
კოპალიანმა რეგლამენტთან დაკავშირებით მოითხოვა კომენტარს გაკეთება, თუმცა მთელი დრო ოპონენტების კრიტიკას დაუთმო. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ოპოზიციის წევრების მიერ პრემიერის მიმართ გამოთქმული მწვავე კითხვები და კრიტიკა.
„იქნებ ვინმეს დაავიწყდა, როცა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ლაპარაკობს, როცა მათი უშიშროების საბჭოს მდივანი ერთი თვე გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი იყო. თქვენ არ მოგეწონებათ ეს პრემიერი იმიტომ, რომ თქვენ მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე ტრუპებს ითხოვდა. თქვენ არ მოგეწონებათ ასეთი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, და არ არის ეს გასაკვირი. ძალადობაზე ნუ ლაპარაკობთ. ძველი დაგავიწყდათ? გუშინდელი გაიხსენეთ, დაიჭირეს კიევში თქვენი ზონდერი, რომელსაც სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ჩვენს სისხლში,“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
კოპალიანს კი „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერამ ასეთი რეპლიკით უპასუხა – „სულელს, რომ სულელი უწოდო ეს ლანძღვაა?“