დღეს ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას ზეიმობს. სულთმოფენობა ქრისტეს აღდგომის 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების თანახმად, იერუსალიმში ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმიდა ცეცხლის ენებად გადმოსულა და მოციქულებს შესძენიათ უნარი ქრისტიანობა ექადაგათ სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ხალხში, მოეხდინათ სასწაულები და სხვა.
სულთმოფენობასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II წირვას აღავლინა სიონის საკათედრო ტაძარში.
“გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს.
სული წმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს თქვენ.
ჩვენთან არს ღმერთი!”_ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.