ტანძიაში ადგილობრივი უკვე 19 დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი სოფლის ტყეში ხეების გაკაფვასა და იქ ახალი კარიერის მოწყობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებთან ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჩავიდა.
„ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, თითოეული პატრიოტი ადამიანი ამათ გვერდზე უნდა დადგეს. ტანძიელების გამარჯვება საერთო, ქართული, ეროვნული გამარჯვება იქნება მტერზე, დამპყრობელზე. ალბათ, ვერ წარმოიდგენდა აქ დაბადებული სულხან-საბა ორბელიანი, როდესაც წერდა „მაოხრებელ გზირს“, რომ მოვიდოდა 350 წლის მერე მის სოფელში, ტანძიაში გზირი მაოხრებელი, ივანიშვილის გვარით, რომელიც იავარქმნიდა აქაურობას, ჩვენ ეს არ უნდა ვაპატიოთ,“ – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.