მოდის ბრენდმა „Moncler“-მა პარფიუმერული ხაზის გახსნა გადაწყვიტა და თავისი პირველი არომატი გამოუშვა.
სუნამოს ორი ვერსია აქვს – ქალისა და კაცის. კომპოზიცია დათოვლილ მთებს ეძღვნება, რადგან „Moncler“-მა საქმიანობა მოთხილამურეებისთვის ტანსაცმლის შექმნით დაიწყო.
პარფიუმერმა ნისრინ ფრილიემ ქალებისთვის აკორდი „პუდრის თოვლი“ შექმნა, რომელიც წყნარ ზამთრის ამინდს მოგაგონებთ. „Moncler Pour Homme“-ზე კი პარფიუმერი ანტუან მეზონდიე მუშაობდა, რომელმაც სუნამოს აკორდი „მთის ტყე“ შემატა.
[sexy_author_bio]