5 მაისს, ჩოხატაურის, ხელოვნების სასახლის სცენაზე ქეთევან კუკულავას პიესის “სუპერ ბებოს” პრემიერა მოეწყო, რომელიც მიგრაციის თემაზე დაწერილი პიესის მიხედვით დაიდგა.
ამავე თემაზე პიესა ქალბატონმა ქეთევანმა ქუთაისშიც წარუდგინა საზოგადოებას.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ ჩოხატაურელი ბავშვები: ქრისტინე კაკურია, მარიამ ოსეფაიშვილი, ალეკო თოდრაძე, მარიამ რამიშვილი, ნინი წიქარიძე და საბა ჯინჭარაძე.
“ეს ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება საქართველოდან წამსვლელთა რიცხვი და ვისურვებდი, რომ საქართველოში იყოს ისეთი სამუშაო/საცხოვრებელი პირობები, რომ ჩვენ ირგვლივ მყოფთ სხვა ქვეყანაში წასვლა არ მოუნდეთ და თავისივე ქვეყანაში შეძლონ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები”, _ თქვა “გურია ნიუსთან” ქეთევან კუკულავამ.
ავტორი