100% სიმართლე არის ის, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.
ვინც მუშაობდა თუ უმუშევარი იყო, ვინც სად და როგორ მოახერხა, ხუთივე კონტინენტზე გაიქცა ბედის საძებნელად. ასობით სამუშაო ადგილი გამოთავისუფლდა და ათობით ათასი კაცი გავიდა ქვეყნიდან. უმუშევარი კი არა, სუფრა რომ გაშალო, ჭიქის მომჭახუნებელს ვერ ნახავ.
p.s. არადა, ერთი ჭარბად მეოცნებე მიმტკიცებდა, გერმანიაში წასული ხალხი ფულის ტომრებით დაბრუნდებიან უკან და ადგილზე შექმნის დოვლათსო… აღორძინდება კერძო სექტორი და სოფლის მეურნეობაო.
როგორც ქართლში იტყვიან, ინდე თუ არა… _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე.