სუფსისა და ჩიბათის ბიბლიოთეკებში ახალი წიგნები შეიტანეს. წიგნადი ფონდის განახლება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გურიის ჰაბის – ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში.
კონკურსი ზაფხულში გამოცხადდა და მის ფარგლებში სამი სათემო ინიციატივა დაფინანსდა. ინიციატივის ფარგლებში სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრებ ქალებს, საკუთარი ნამუშევრებისთვის ოთახის მოსაწყობად, ქ. ოზურგეთის საინიციატივო ჯგუფს, ზვანში, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის ეზოში არსებული ღია საფეხბურთო სტადიონის გასაახლებლად და ლანჩხუთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს სოფელ სუფსისა და სოფელ აცანის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შესავსებად.
– ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ცოტაა ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეკრება და აზრის გაცვლა შეუძლიათ. ბიბლიოთეკა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მათგანი. საინტერესო და თანამედროვე წიგნების არსებობა, წაგვახალისებს უფრო ხშირად ვესტუმროთ მას და შესაბამისად, გაჩნდება ადგილი ჩვენი ურთიერთობისთვის. – თქვა სოფელ სუფსის სკოლის წარმომადგენელმა.
ავტორი