https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სუფრით დასჯილი „ივერიის“ წევრები

7:09; 9.09.2017
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ღვინო და ქართველი მომღერლები ერთგული მეგობრები არიან. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი ჩინებულად გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდი-გვერდ არიან.

ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნია. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი და ამ დარგის “მეცნიერების” განვითარებაში ჩვენს მუსიკოსებსაც თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეაქვთ.

დღევანდელი მოგონებების პირველი სტუმარი ბატონი გია ჭირაქაძე იქნება რომელიც გამოჩენილ ქართველ მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძესა და კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძეს გაიხსენებს.

„ერთხელ, ზურაბ ანჯაფარიძესთან ერთად სუფრასთან ვისხედით და ვქეიფობდით. გოგი დოლიძემ დაიწყო სიმღერა, ჩვენც ავყევით. ზურაბს ორი უცხოელი კოლეგა – ოპერის მომღერალი ახლდა თან. გოგის სუფრაზე „სტოსი“ მიჰყავდა. დაასრულებდა ერთ სიმღერას და წამოიწყებდა მეორეს. უსმინა, უსმინა ბიძინა კვერნაძემ, მერე ადგა, მიუახლოვდა ზურაბს და ყურში ჩასჩურჩულა: მაგ შენს სტუმარ კოლეგებს უთხარი, ა, ბატონო სიმღერა ამას ჰქვია, აბა ის არის სიმღერა, რომ დადგებით სცენაზე, დააღებთ პირს ამხელა კაცები და გაჰკივითო? ზურაბი გადაბჟირდა სიცილით.

ჩააცივდნენ კოლეგები, რა გითხრა ამ კაცმა ასეთიო, მაგრამ ამას როგორ გაუმხელდა? ერთი კი უთხრა, ამ კაცის ნათქვამი რომ გაიგოთ, ნამდვილი თბილისური იუმორის უნდა გესმოდეთ და თუ ამ ქალაქში არ ხართ დაბადებულ-გაზრდილი, ისე ვერ გაიგებთო, გეწყინებათ და ამიტომ ვერ გავამხელო“.

ჯგუფი „ოთხი გია“ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბოლო წლების განმავლობაში მომღერლები დიდ სცენაზე იშვიათად ჩნდებიან და ძირითად ძალ-ღონეს საკუთარ პროფესიას – ექიმობას უთმობენ. მომდევნო ორი ისტორია იმ პერიოდს ეხება, როდესაც „ოთხი გიას“ წევრები აქტიურ მუსიკალურ-საექიმო მოღვაწეობას ეწეოდნენ. თავდაპირველად სიტყვას ბატონ გია ნაცვლიშვილს გადავცემ.

„გადაება ერთმანეთს „ოთხი გიას“ გასტროლები, გასვლები ქალაქგარეთ, შეხვედრები და ერთი სიტყვით, გადავიღალეთ ბიჭები. ერთ დღესაც, კონცერტი ჩავატარეთ, გადაღლილები ვზივართ ოთხივე გია და, გადაგვეკიდა ანზორ შონია, სუფრა გაშლილია და აქედან არსად გაგიშვებთ, მე უნდა გამომყვეთო. ვთხოვეთ, ვერ წამოვალთ, დაღლილები ვართ, დასვენება გვინდა, სხვა დროს იყოსო. გადაირია: რა სხვა დროს, ჩემი ძმისშვილის ქორწილია, იქ რომ არ წამოხვიდეთ, ძალიან მეწყინება. თან, თქვენი დაღლის გამო ქორწილს ხომ არ გადავდებო. მოკლედ, სხვა გზა აღარ იყო და წავყევით. მაგრამ, ვთხოვეთ, დალევას ნუ დაგვაძალებთო. დაგვეთანხმა, კარგი ბიჭებოო. დავსხედით სუფრასთან, მაგარი პურმარილია, უნდა დავიწყოთ ჭამა, უცბად თამადა წამოდგა და თქვა: ალავერდს გია ღარიშვილთან ვარო. თან კახური ღვინო იყო, ჩაასხა ბოთლში თამადამ სასმელი და გიას გადმოაწოდა. რაღას იზამდა, წამოდგა ფეხზე და გადმოგვილაპარაკა ბიჭებს, ხომ დაღლილი ვარ, ხომ არ მინდოდა დალევა, მაგრამ, ნახეთ, ამას რას ვუზამო. გაგვიკვირდა, ახლა ამან ასეთ გამოცდილ და თან მეგრელ თამადას რა უნდა უქნასო. თამადამ, რომ დაარტყა კარგა გვარიანი „რეჩი“ და უნდა მოიყუდოს ბოთლი, გიამ შეაჩერა და უთხრა: ბატონო თამადავ, მაპატიეთ, მაგრამ ბოთლიდან ღვინო ასე არ ისმევა, მას განსხვავებული წესით მივირთმევთ ქართველებიო. თამადა შეცბა, ეგ არ ვიცი, აბა, მაჩვენე როგორო. გიამაც დააღო პირი და შორიდან ჩაისხა ბოთლით ღვინო. ეტყობა, ასეთ რამეში ეს მეგრელი თამადა გამოუცდელი იყო, თუმცა იხტიბარი არ უნდოდა გაეტეხა, ასწია ბოთლი და შორიდან დაუშვა ღვინო. ვერც დაუმიზნა პირს, გაიწუწა, საშინელ დღეში ჩავარდა, მაგრამ არ შეიმჩნია. მეორე სადღეგრძელო უნდა თქვას, წამოდგა, აიღო ჭიქა ხელში და გიაც წამოხტა: ბატონო თამადავ, იქნებ მეორე სადღეგრძელოც ბოთლით დაგველია და მერე გადავიდეთ ჭიქებზეო. თამადა შეცბა, უარი ვეღარ თქვა, მოიყუდა ბოთლი და… გადავარდა.

ისე უჩუმრად გაიტანეს ის თამადა სუფრიდან, იმის მერე მთელი ქეიფის განმავლობაში თვალი აღარ მოგვიკრავს. მერე ხუმრობდა გია, კაცო, მე ის კი არ ვუთხარი, ღვინო ყურით, ცხვირით და პირით ერთნაირად დალიე, რომ დაუშვა და შეისრუტა ყველა ორგანოთი, აბა, რა ეგონა, მაგ მამაცხონებულსო“.

გია ნაცვლიშვილის შემდეგ „ოთხი გიას“ კიდევ ერთი წევრის, გია ბეროშვილის ჯერიც დადგა. ეს მოგონებაც ქართული სუფრის „ორიგინალურ ტრადიციებს“ ეხება.

„ოთხმოცდაათიან წლებში ძნელი იყო უცხოეთთან კონტაქტების დამყარება. მოკლედ, დიდი მოლაპარაკებების შემდეგ, „სიმენსის“ ფირმასთან დავამყარეთ ურთიერთობა და კლინიკისთვის ძვირად ღირებული აპარატურა შევიძინეთ. მაგრამ, ამ აპარატურას დამონტაჟება ხომ უნდოდა? ამიტომ, შესაბამისი სპეციალისტებიც მოვიწვიეთ გერმანიიდან.

ქართველები ხომ მოგეხსენებათ, სტუმარი თუ არ გადარიეს თავისი ტრადიციული საჭმელ-სასმლით, აბა, ისე როგორ იქნება? ავდექი და სიღნაღთან ახლოს, სოფელი მაქვს, მაშინ ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა, იქ წავიყვანე ეს უცხოელი სტუმრები გასამასპინძლებლად. მოკლედ, გაიშალა სუფრა და დავხოცეთ საწყლები ღვინის სმით. არც ერთი სასმისი არ გამოგვიტოვებია და თუ რამეში ისხმებოდა სითხე, ყველაფერი მოვზიდეთ სუფრასთან – ვაზა, ჯამი, კრამიტი, ქვასანაყი, ტაშტი და ლამფის შუშა რომ ამოვწურეთ, თოფი გამოვიტანეთ. რომ დავუმიზნეთ უცხოელ სტუმარს, საწყალს ფერი წაუვიდა, წამოხტა, მაღლა ასწია ხელები და დაიყვირა – რა გინდათ, კაცო, ხომ ვჭამე და ვსვი და რაღაზე მკლავთ, რა დაგიშავეთო. რომ გავაღებინეთ პირი, გადავხსენით თოფი, ლულა ჩავუდეთ პირში და დავუშვით დოქიდან ღვინო, უნდა გენახათ მისი დაჭყეტილი თვალები. როგორც იქნა, დალია და დაშოშმინდა.

მოკლედ, აგვყვნენ სმაში, მეტი გზაც არ ჰქონდათ და ბოლოს, როგორც იქნა, დავიშალეთ და დავწექით დასაძინებლად. საინტერესო ის იყო, რომ ჩვენს თანამშრომელს, გია მგალობლიშვილს ეს გერმანელები პირადად ჰყავდა ჩაბარებული, ანუ კურაციას უწევდა და დილით ადრე ჩამოაკითხა სტუმრებს. შევიდა მათ ოთახში და გადაირია, ასეთი გათიშულები რომ ნახა. რაღას იზამდა? გააღვიძა, მიესალმა. იმათ „გუთენო“ კი უთხრეს, მაგრამ „მორგენ“ ვეღარ დააყოლეს, თავები ბალიშზე დაყარეს და ასე ძილში გადააბეს რამდენიმე დღე.

მერე ამბობდნენ, ეს რა გვიყავით, რა დაგვალევინეთ ასეთი ბომბი, ჩვენ ამ ქალაქში ფეხის დამდგმელი აღარ ვართ, სად არ ვყოფილვართ და თოფით და ტაშტით არავის შემოუთავაზებია სმაო. ჩვენ კი ვუპასუხეთ, ეგ რა არის, ქალი ვერ ვიშოვეთ, თორემ „ტუფლს“ რომ გავხდიდით, იმაში ჩავასხამდით ღვინოს და მოგაწვდიდით დასალევად, აი, მაშინ მართლაც არ დაგავიწყდებოდათ ჩვენთან სტუმრობაო“.

ჩვენი „მუსიკალური ისტორიების“ მომდევნო „მთხრობელი“ ანსამბლი „ივერიის“ წევრი ნუგზარ კვაშალი იქნება. მომღერლებს ქეიფი ძალიან უყვართ და ეს „შემთხვევაც“ ამ კატეგორიისა გახლავთ.

„ერთი ინსპექტორი იყო, რომელზეც ისტორიები დადიოდა. ადგილი ჰქონდა ამოჩემებული და მასთან არც კაცური სიტყვა ჭრიდა და არც ფული. მის ხსენებაზე მძღოლებს კანკალი ეწყებოდათ. მისი სახელი და გვარი კი მქონდა გაგებული, მაგრამ, სახეზე არ ვიცნობდი.

ერთხელ, მოვდივართ „ივერიის“ ბიჭები სამი მანქანით, მაგრად ნაქეიფრები. გავიხედეთ, არ გაგვაჩერა სამივე?! მოგვიახლოვდა, და „ჩესტი“ რომ აგვიღო და სახელი და გვარი გვითხრა, დაგვცხა. მივხვდით, მაგარ შარში გავყავით თავი. ხმას არ ვიღებთ. გვიყურა, გვიყურა და ბოლოს გვითხრა, გადმოდით მანქანებიდანო. ვიფიქრეთ, მოდი ანსამბლი „ივერია“ ვუხსენოთ და იქნება გაგვიშვასო. ეს რომ ვუთხარით, წარბები შეყარა: მე სახლში ტელევიზორი არ მაქვს და არ ვიცი, რა არის ეგ თქვენი „ივერია“, არ მაინტერესებს, გადმოდით მანქანიდანო. მივხვდით, არაფერი გაჭრიდა და გადმოვედით.

ვდგავართ დამნაშავეებივით. მანქანა გამოიძახა, ჩაგვსხა შიგ და სადღაც წაგვიყვანა. ვიფიქრეთ, რას შვრება ეს კაცი, ნასვამობაზე, ყველას როგორ გვიჭერსო. გავიხედეთ და… მივედით ერთ ადგილას და სუფრა არაა გაშლილი ოცდაათ კაცზე?! ერთმანეთს გადავხედეთ. გაეცინა იმ ინსპექტორს: მართლა დაიჯერეთ, რომ ვერ გიცანით? მე თქვენთვის სიურპრიზის მოწყობა მინდოდა. ვიცი, ჩემზე ბევრი ცუდი გაქვთ მოსმენილი, ყველასთვის კეთილი და პატიოსანი ხომ ვერ ვიქნები და, ახლა რომ გაქეიფებთ კარგად და „დაგსჯით“ სუფრით, მერე რას იტყვით ჩემზე, მაგასაც გავიგებო“.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

მინისტრის მოადგილე რეგიონში _ „ფაროსანას ომს ვუცხადებთ“

სპილოების შემოსევა

ყველა სიახლე

ზაფრანი

როგორია თქვენი სანუკვარი ფარული ოცნებები

10:38; 21.01.2026
ზაფრანი

პროფესია – ცოლი

10:36; 21.01.2026
ზაფრანი

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

10:31; 21.01.2026
საზოგადოება

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

10:29; 21.01.2026
ზაფრანი

ერთი წინადადება, რომლის შეხსენება ძალიან გჭირდებათ

10:24; 21.01.2026
საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო