ლანჩხუთის საკრებულომ თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე განკარგულებას. საკითხი დეპუტატებს მერიის ქონების სამსახურის ხელმძღვანელმა გია ნაჭყებიამ გააცნო, რომლის ინფორმაციითაც, სუფსაში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ იგეგმება საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის გარკვეული ფართის მიწის გადაცემაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
უნდა ითქვას, რომ მერიის ამ წინადადებას სხდომაზე მყოფი დეპუტატები კმაყოფილებით შეხვდნენ და შესაბამისი განკარგულებაც ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე დაამტკიცეს.