სურები ჰესის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის: გაიცა სკოპინგის დადებითი დასკვნა – ინფორმაციას ამის შესახებ „სურების ჰესის“ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
„…სურები ჰესის პროექტმა წარმატებით გაიარა სკოპინგის პროცედურა და მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დადებითი დასკვნა,“ – აღნიშნულია „სურების ჰესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.
„სურების ჰესის“ სკოპინგის ანგარიშის განხილვა 16 ივლისს ჩატარდა. ანგარიშის განხილვამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი სად და რა ფორმატში მოხდება სკოპინგის ანგარიშის განხილვა.
როგორც ცნობილია შპს “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია” 15 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას ზემო სურებში აპირებს.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ შესაბამის უწყებას უკვე მიმართა რეკომენდაციებით და შენიშვნებით. გაითვალისწინებს თუ არა კომპანია მათ რეკომენდაციებს და შენიშვნებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
































































