ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხე-სურების გზის 6-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს, ასფალტის საფარი დაიგება _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.
მინისტრს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, აღნიშნა, რომ პროექტი მომავალ წელს დასრულებული იქნება.
ზურაბ ალავიძის თქმით, მომავალ სამ წელიწადში გზა და წყალი ყველა სოფელს ექნება.