ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ხანგრძლივი ნალექის შედეგად სურებში მეწყერი ჩამოწვა და გურამ რამიშვილის სახლი ნაწილობრივ დაანგრია.
მერის წარმომადგენელმა დიდი ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელენე ზაქარეიშვილმა „გურია ნიუსს“ განუხადა, რომ შემთხვევის დროს რამიშვილის ოჯახი სახლში იმყოფებოდა.
„გუშინ მეწყერი ჩამოწვა და გურამ რამიშვილის სახლის ნაწილი ჩამოშალა. მეწყერის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, მაგრამ დაზიანება არცერთ მათგანს არ მიუღია. სახლი საცხოვრებლად უარგისია. რამიშვილის ოჯახის პრობლემის მოსაგვარებლად საქმეში ჩართულია მუნიციპალიტეტის როგორც ახალი, ისე ძველი ხელმძღვანელობა. სახლს შეუძენენ აუცილებლად, მანამდე კი, დროებით ქირით გაიყვანენ“, _ გვითხრა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, გურიაში მესამე დღეა წვიმს.
[sexy_author_bio]