უკრაინაში შეჭრის გამო მარცვლეულისა და სურსათის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გლობალური შედეგები,ამის შესახებ bbc-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა.
მისი განცხადებით, სურსათის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სიკვდილი, ვიდრე ომმა.
როგორც ცნობილია, ტრანსპორტის მდივანი შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას, ინფრასტრუქტურის მინისტრს ალექსანდრე კუბრაკოვს, რათა განეხილათ ქვეყნიდან მარცვლეულის გატანის გზები მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის მთავარი საზღვაო პორტები გადაკეტა.
სურსათის ექსპორტთან დაკავშირებული სირთულეებმა ომის დაწყების შემდეგ გლობალური ფასების ზრდა გამოიწვია, რადგან რუსეთი და უკრაინა კონფლიქტამდე ხორბლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 30%-ს აწარმოებდნენ.
„ძნელია შეფასება, თუ რამდენად იყო და არის უკრაინა მსოფლიოს პურის კალათა“,_ დასძინა შაპსმა.