საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. _ ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. აშშ-ის დამატებით სანქციებში ჯამში 150 პირი მოხვდა. მანამდე უცხოური მედია წერდა, რომ სანქცირებულთა შორის იყო “ქართველ-რუსი ოლიგარქი”.