გარემოსდაცვითი დეპარტამენტის გურიის სამსახურში ანტიკორუფციული დეპარტამენტის აჭარის თანამშრომლები არიან შესულები. ადგილზე მისულ “გურია ნიუსს” ანტიკორუფციული სამსახურის ათობით თანამშრომელი დახვდა. მათ შორის იყო ისიც, ვინც ოზურგეთის მერიიდან რამდენიმე დღის წინ საბუთები გაიტანა. “ხომ გამხადე ტელევარსკვლავი”, _ გვითხრა მან.
სუს-ის თანამშრომლებმა არ გვითხრეს, თუ რატომ იმყოფებოდნენ ისინი აღნიშნულ სამსახურში.
ჩვენ ვნახეთ ერთ ოთახში თავმოყრილი ოზურგეთის გარემოსდაცვის სამსახურის თანამშრომლები. მათ ტელეფონებიც ჩამორთმეული აქვთ. მათი თქმით, ისინი ინფორმაციას არ ფლობენ, თუ რა ხდება. სავარაუდოდ, ეს კარიერების თემაა. სუს-ის თანამშრომლები კი უფროსის ოთახში იმყოფებოდნენ და იქედან დოკუმენტაციას ეზიდებოდნენ.
“გურია ნიუსი” განაგრძობს თემაზე მუშაობას და მოვლენების განვითარების შესახებ გაცნობებთ.