როგორც ვწერდით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის, სანაცვლოდ კი თანხის მოთხოვნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.
გთავაზობთ ვიდეოკადრებს, რომელიც სუს-მა გაავრცელა და რომელზეც მოლაპარაკებები და ქრთამის აღების მომენტებია აღბეჭდილი.



































































