„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ბრეგაძემ Facebook-ზე თავად დაწერა.
“დღეს 12 საათზე სუს-ში ვარ დაბარებული დაკითხვაზე !!!”_ წერს ბრეგაძე.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრეგაძე გამოკითხვაზე ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე დაწყებული გამოძების ფარგლებში დაიბარეს.