თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხმარებელი შეიჭრა და კონსულტანტს თავს დაესხა. თავდამსხმელმა კონსულტანტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი ცემაც სცადა. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ვინ ვარ იცი შენ?… წადი გაიარე…სუს-ში მყავს მთელი ოჯახი… წადი გაიარე… შენ, პოლიციაში რეკავ შენ? უთხარი, ის ბიჭიაო, შვიდჯერ, რომ არის ნასამართლევი…” – ამბობს თავმსხმელი ახალგაზრდა კაცი.
ახალგაზრდა, შსს-მ დააკავა.
ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.