სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის თორნიკე აბლოთიას გატაცების ფაქტს არ ადასტურებს.
”თორნიკე აბლოთიას გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, არც უკვე მოგვარებულია. აბლოთია ამჟამად დისლოკაციის ადგილზე იმყოფება”, – აღნიშნავენ სუსში, სადაც საქმის დეტალებზე არ საუბრობენ
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის გატაცებაზე ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ადასტურებდნენ.
მათი ინფორმაციით, პოლიციელი ოკუპანტებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.