“გურია ნიუსის” ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა.
ჩვენი წყაროს თქმით, თვალავაძე საკუთარ კაბინეტში დააკავეს.
დაკავების ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა როგორც გვითხრეს საქმე სააფთიაქო ნარკომანიის თემას ეხება.
თვალავაძე, რომელიც ლანჩხუთიდანაა სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს.
ამ თემაზე საგანგებო განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 12 საათზე გაკეთდება.