სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მესამე დღეა ეძებენ.
ის სოფელ ლენჯერში დაიკარგა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს დილით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
მოზარდდის საპოვნ ოპერაციაში 20 მაშველი და სპეციალური ტექნიკაა ჩართული.
საქმე აღძრულია 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.