ურთიერთშელაპარაკების დროს, მესტიაში ცივი იარაღით ძმამ ძმა მოკლა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანა. ძმის მკვლელობაში ბრალდებული სამართალ დამცველებმა უკვე დააკავეს.