პრემიერი: ამით არის ნათქვამი, ვინ აქცევს ყურადღებას და ვინ ანგრევდა განათლების სისტემას
2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მლნ ლარი, წელს იყო 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და გაისად, 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი, 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტის,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამით არის ყველაფერი ნათქვამი, თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, მომავალ თაობას და ვინ ანგრევდა მიზანმიმართულად განათლების სისტემას. „მინდა აღვნიშნო რამდენიმე სიტყვით მზარდ ბიუჯეტზე. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი ...