მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თიანეთის მერია მოსახლეობას, საახალწლო ღონისძიების ჩასატარებლად მოსახლეობას თანხის შეწირვას სთხოვს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, ,,გურია ნიუსი“ თიანეთის მერიას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მარინა ხარხელაურმა არ დაადასტურა. მისი განცხადებით, ბიუჯეტში, არ დახვდათ თანხები, საახალწლო ღონისძიება რომ გაიმართოს და მიმდინარეობს თანხების მოძიება.
,,ინფორმაცია, არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ, ბევრ ადამიანს და ბავშვს ჰქონდეს კარგი საახალწლო ღონისძიება. ბიუჯეტში არ დაგხვდა თანხები და მიდის ახლა მოძიება, უნდა ჩამოვაკლოთ სხვადასხვა მუხლებს და გადმოვიტანოთ საახალწლო ღონისძიებაში, რომ ღირსეულად ჩაავატაროთ. რადგან წინასაახლწლოდ, სადღაც 10-11 ათასი იყო დახარჯული და ახლა არ გვაქვს ამის საშუალება, რადგან განათება, ნაძვის ხე და საჩუქრები გვინდა, ბავშვები და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა რომ გავახაროთ. ვდილობთ, ამას რაღაცნაირად. შემდეგში საქველმოქმედო ფონდი შეიქმნება, ამ ფონდის მეშვეობით კი გვინდა გავაუმჯობესოთ ეს მომსახურება, რომ ადამიანებს ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეს“, _ განაცხადა თიანეთის მერის მოადგილე მარინა ხარხელაურმა.